ივანიშვილი: ვანო ჩხარტიშვილმა ყველაზე მეტი ანგარიში გამიწია
პოლიტიკა

ბიძინა ივანიშვილი
ფოტო: Imedi.ge
"ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან ინტერვიუს დროს საქართველოში ბიზნესგარემოზე ილაპარაკა.
„ვანო ჩხარტიშვილმა მოახერხა და იმ სფეროს დაუწყო ჩემზე კარგად ყურება, რომელსაც მე ძალიან ვაფასებ. ხალხური სიმღერა და პოლიფონია ჩვენი კულტურის ძვირფასი წარმომადგენელია, მან გახსნა ფოლკლორის სახლი, რომლის გახსნაზეც მე ვერ მივედი.
პატივი ვეცი ამ კაცს, რომ ესეთი სასახლე დააარსა. სხვა დანარჩენი დამოკიდებულებები, მაგალითად, პატარკაციშვილებთან და თიბისი-სთან დავა. პირველი ინსტანცია ჩხარტიშვილს მოგებული ჰქონდა, ერთადაც დამიჯენია ისინი და ჩხარტიშვილმა 100-ით 0 მოუგო მათ, იჯდა ხაზარაძე და ჯაფარიძე. ქართული სასამართლო ძალიან გამაგრდა და გამყარდა ჩვენი მოსვლის შემდეგ. ჩემი მუდარა, ხვეწნა და მუქარაც იყო ის, რომ სასამართლოს არ აქვს ისეთი ხერხემალი რომ გამოვიდეს და საზოგადოებას დაუმტკიცოს რომ შენ მოუგე თიბისი ბანკს, არაბებს, პატარკაციშვილებს...
მე მადლობა შემიძლია გადავუხადო ამ მხრივ ჩხარტიშვილს. ჩვენი ურთიერთობისგან მას ზარალის მეტი არ მიუღია. მე ვთავაზობდი, რომ ჩემი ფულით დაგეხმარებით, ბევრს დავხმარებივარ ნაცვლად იმისა რომ სახელმწიფო და ქვეყანა არ დაეზრალებინათ. ვინ დაზარალდა ამ დავებიდან? - დაზარალდა ჩხარტიშვილი“, - განაცხადა ივანიშვილმა.
ნორმალური მადლობა არ უთქვია ხაზარაძეს", - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელმა ბიძინა ივანიშვილმა თიბისი ბანკის პრეზიდენტზე მამუკა ხაზარაძეზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ის შეხვდა 2 დაპირისპირებულ მხარეს - თიბისი ბანკსა და ვანო ჩხარტიშვილს, რომელთაც სასამართლო დავა ჰქონდათ. ბიძინა ივანიშვილის თქმით, მან ვანო ჩხარტიშვილი დაარწმუნა, რომ სასამართლოს პირველი ინსტანციის მოგების შემდეგ დავა აღარ გაეგრძელებინა თიბისისთან.
„ვანო ჩხარტიშვილმა ყველაზე მეტი ანგარიში გამიწია ნებისმიერი ბიზნესმენისგან განსხვავებით და ყველაზე მეტად დაიხია უკან, რისთვისაც მე მადლიერებას გამოვხატავ. აგერ თიბისი ბანკი, ნორმალური მადლობა არ უთქვია ხაზარაძეს.
სასამართლო ძალიან რთული სისტემაა. არავის არ ჰქონდეს იმის განცდა, რომ ივანიშვილი იქ დარეკავს და გადააადგილებს. არა. მე რაც მოვახერხე, ეს მქუხარე საქმეები აქეთ გამოვწიე. ყველა გაფრთხილებულია და იციან სასამართლოში, რომ როგორც კი გამოვა იქიდან ხმა, რომ რაღაც საქმეზე კითხვები გაჩნდება, პირველი მე დავდგები წინ, რომ კორუფცია არ იყოს სასამართლოში. არცერთი პრეცენდენტი არ არის სასამართლოში კორუფციული გარიგების. ამ მძიმე თემებში მე გარედან ვეხმარებოდი, მიუხედავად ამისა, ნახეთ, როგორ ესხმიან თავს სასამართლოს“, - აცხადებს ივანიშვილი.
ბიძინა ივანიშვილი ტელეკომპანიების "მაესტროს, პალიტრას" "ობიექტივისა" და "იბერიას" შეკითხვებს პასუხობს.




