imedi
მიხეილ ჯანელიძე სენატორ ტოდ იანგს შეხვდა
პოლიტიკა

მიხეილ ჯანელიძე ტოდ იანგი
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ვაშინგტონში შეხვედრა გამართა სენატორ ტოდ იანგთან (Tod Young). მხარეებმა აშშ-სა და საქართველოს შორის თანამშრომლობის განვითარების კონკრეტული საკითხები განიხილეს.
საუბარი შეეხო უსაფრთხოების გარემოს თვალსაზრისით რეგიონში მიმდინარე პროცესებს, მათ შორის აფხაზეთსა და ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ფედერაციის ბოლოდროინდელ ქმედებებს. სენატორმა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა გამოხატა. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა საქართველოს, როგორც რეგიონში აშშ-ის საიმედო მოკავშირის როლი.
სენატორმა იანგმა მადლიერება გამოხატა, საერთაშორისო მისიაში საქართველოს მიერ გაღებული მნიშვნელოვანი წვლილის გამო.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მიწვევით ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური კოალიციის მინისტერიალში მონაწილეობს.





