ირმა ებრალიძე
აჭარაში გიდების გადამზადება იწყება
პოლიტიკა

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოში გიდებისთვის ტრენინგები იწყება. მთიანი აჭარის ტურისტულ მარშრუტებზე გადამზადების მსურველთა რეგისტრაცია სააგენტოში 5 აპრილამდე გაგრძელდება. ტრენინგების ფარგლებში 60 გიდი გადამზადდება.
გადამზადება მთიანი აჭარის 4 ტურისტული მიმართულებით იგეგმება. მაჭახელის მარშრუტი + მაჭახელის დაცული ტერიტორია.
ქედის ღვინის მარშრუტი+ მერისის მარშრუტი.
მაღალმთიანი აჭარა-ჩირუხის მარშრუტი , სხალთა - ხიხანის მარშრუტი, ხულო-გოდერძი - მწვანე ტბის მარშრუტი.
დაცული ტერიტეორიები: კინტრიში, მტირალა, ისპანი + ფრინველებზე დაკვირვება ( სახალვაშო- შუამთა ).
ტრენინგების საშუალო ხანგძლივობა ორი კვირაა. ის მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ სალექციო პროგრამას, რომელიც როგორც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში, ისე უშუალოდ ტურისტულ მარშრუტებზე ჩატარდება.





