ნანა ქაჯაია
გახარია: სამთავრობო ქალაქის იდეა ხარჯების ოპტიმიზაციისკენ არის მიმართული
პოლიტიკა

გიორგი გახარია
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, სამთავრობო ქალაქი გულუას ქუჩაზე აშენდება. გიორგი გახარიას თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო ტურისტული ქვეყანაა, საჭიროა ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება. "კარგი იქნება, თუ რამდენიმე სამინისტროს ადგილას 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო აშენდება. სამთავრობო ქალაქის იდეა ხარჯების ოპტიმიზაციისკენ არის მიმართული", - განაცხადა გახარიამ.
იდეა მოსწონს ინფრასტრუქტურის მინისტრსაც. ზურაბ ალავიძე ადასტურებს, რომ მისი სამინისტრო ორთაჭალაში გადავა. მინისტრის განცხადებით, სამთავრობო ქალაქი მოსახლეობისთვის და ბიზნესისთვისაც მოსახერხებელი იქნება.
სამთავრობო ქალაქის იდეას დედაქალაქის მერიც გამოეხმაურა. დავით ნარმანიას განცხადებით, მერიამ ქალაქის განაშენიანებაზე უნდა იზრუნოს.
ცნობილია, რომ სამთავრობო ქალაქი ორთჭალაში, ბიზნესსახლის მიმდებარედ აშენდება, სადაც, პრაქტიკულად, ყველა სამინისტრო ერთ სივრცეში იქნება. პრემიერის განცხადებით, უკვე შენდება ერთიანი მომსახურების ოფისი-ბიზნესსახლი. ამის შესახებ დღეს მთავრობის სხდომაზე პრემიერმინისტრმა განაცხადა.





