06 იანვარი 2017, 08:02
კახეთის საინფორმაციო ცენტრი
გურჯაანის კულტურის ცენტრიდან გათავისუფლებული 40 თანამშრომელი სამსახურში აღადგინეს
პოლიტიკა

გაზიარება
გურჯაანის კულტურის ცენტრიდან გათავისუფლებული 40 თანამშრომელი სამსახურში აღადგინეს. მათ ხელშეკრულება ერთი თვით გაუგრძელეს. კულტურის ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, პაატა ძულიაშვილის განმარტებით, საკრებულო კულტურის ცენტრის რეორგანიზაციის საკითხზე მომავალ კვირაში იმსჯელებს, რის შემდეგაც გადაწყდება, ვინ დარჩება და ვინ დატოვებს სამსახურს.
მისივე თქმით, გათავისუფლებულ თანამშრომლებს ხელშეკრულების ვადა 31 დეკემბერს ამოეწურათ.





