23 მარტი 2017, 14:21
ნანა ქაჯაია
ომალოში კვირაში ერთხელ ვერტმფრენი იფრენს
პოლიტიკა

გაზიარება
პრემიერმინისტრის დავალებით, ომალოში კვირაში ერთხელ სასაზღვრო ვერტმფრენი იფრენს. გიორგი კვირიკაშვილმა დავალება შინაგან საქმეთა სამინისტროს მისცა. პრემიერმა ქართელ მესაზღვრეებს მესაზღვრის დღე მიულოცა, რომელიც რამდენიმე დღის წინ აღინიშნა.
კვირიკაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია სახელმწიფომ კიდევ უფრო დააფასოს ის ადამიანები, ვინც ქვეყნის უსაფრთხოებას ემსახურებიან. პრემიერის დავალებით, სახმელეთო გზის ამოქმედებამდე კვირაში ერთხელ ომალოში ფრენა შესრულდება, რომელიც მესაზღვრეებთან ერთად ადგილობრივებს მოემსახურება.





