22 მარტი 2017, 20:12
დარეჯან ჩხიკვაძე
ბათუმში მშენებლობაზე მუშა დაიღუპა
პოლიტიკა

ბათუმი
გაზიარება
ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა და დაიღუპა. შემთხვევა გუშინ მოხდა. თვითმხილველების განცხადებით, მამაკაცს ხარაჩო ჩაუტყდა და მესამე სართულიდან ჩამოვარდა. მშენებელ კომპანიაში ირწმუნებიან, რომ უსაფრთხოების ნორმები დაცული იყო.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით აღიძრა, რაც სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რომელმაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია.





