22 მარტი 2017, 19:29
ნათია სონღულაშვილი
პარლამენტში შესაძლოა მოწევა აიკრძალოს
პოლიტიკა

პარლამენტში ჰაერის შემოწმება
ფოტო: ნათია სონღულაშვილი
გაზიარება
პარლამენტში ჰაერი დაბინძურებულია. თამბაქოს კონტროლის ალიანსის წარმომადგენლებმა საკანონმდებლო ორგანოში თამბაქოს შემცველობა შეამოწმეს და დადგინდა, რომ ნიკოტინის ნაწილაკებმა ნორმას ორჯერ გაადააჭარბა. ნორმა 35-ია, ამ დროისთვის კი დაფიქსირებულია 90 ერთეული. სპეციალისტები ამბობენ, რომ საკანონმდებლო ორგანოში მოწევა უნდა აიკრძალოს.
თამბაქოს კონტროლის ალიანსის წარმოამდგენლები ქუთაისში, პარლამენტის შენობის შესამოწმებლად, ჯანდაცვის კომიტეტის წევრებმა მიიწვიეს.





