მარიამ პაკაცოშვილი
პირველად საქართველოში პაციენტისა და ექიმის დღე აღინიშნება
პოლიტიკა

თბილისი, კამპანია
ფოტო: მარიამ პაკაცოშვილი
პირველად საქართველოში პაციენტისა და ექიმის დღე აღინიშნება. პაციენტის უფლებების ცხელი ხაზის ორგანიზებით, რუსთაველის გამზირზე მსვლელობა მოეწყო და ახალგაზრდებმა ბროშურები დაარიგეს. კამპანიის მიზანია, მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდა სამედიცინო უფლებების კუთხით.
როგორც ინიციატორები აცხადებენ, სამედიცინო სერვისების მიღებისას გადაცდომების პრევენციის მიზნით, ყველა მოქალაქემ უნდა იცოდეს რა უფლებები აქვს პაციენტს და ვის უნდა მიმართოს უფლებების დარღვევის შემთხვევაში. დღესვე გაიმართება პაციენტისადმი კეთილგანწყობილი კლინიკების დაჯილდოება. ღონისძიებები ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" მხარდაჭერით ტარდება.





