გიორგი ხუხია
ჯაფარიძე და საია საკონსტიტუციოში ადმინისტრაციული კოდექსის რვა მუხლს ასაჩივრებენ
პოლიტიკა

საიას წევრები და ზურაბ ჯაფარიძე
ფოტო: გიორგი ხუხია
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაცვლელად, საია საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს. ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ გასაჩივრებული რვა მუხლის შინაარსი კონსტიტუციის რამდენიმე მუხლს ეწინააღმდეგება. საუბარია მუხლებზე, რომელთა დარღვევაშიც "გირჩის" პრეზიდენტობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძეა ბრალდებული.
"პრაქტიკულად კოდექსი არანაირ საპროცესო გარანტიებს არ იძლევა. წლის განმავლობაში საშუალოდ 30 ათასი საქმე იხილება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით და აქედან 1/3 იხილება ჩვენს მიერ გასაჩივრებული მუხლებით. დღეს ჩვენ ვხედავთ პროცესებს, როცა საკმარისია მხოლოდ პოლიციელის ჩვენება ან ერთი მოწმე და ისიც პოლიციელის",- განაცხადა სულხან სალაძემ.
საიაში აცხადებენ, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი საბჭოთა პერიოდიდან შემორჩენილი ერთადერთი ნორმატიული აქტია, რომელიც დღემდე მოქმედებს. მისი გამოყენებით კი ყოველდღიურად არაერთი პირის უფლებების არამართლზომიერად იზღუდება.
საიაში განმარტეს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის არაკონსტიტუციურ გამოყენებას დაასრულებს და კანონმდებლობის სრულ რეფორმას გამოიწვევს.




