როგორი იქნება რესტავრირებული რომანოვების სასახლე. ვიდეო
პოლიტიკა

რომანოვების სასახლის პროექტი
ფოტო: youtube
რომანოვების სასახლისა და ლიკანის ისტორიული კომპლექსის რესტავრაცია-რეაბილიტაციის პროექტირება დასრულდა. პროექტის მიხედვით, სასახლე და ისტორიული კომპლექსი პირვანდელ იერსახეს დაიბრუნებს. ინფორმაციას bpn.ge ავრცელებს. პროექტი კი სპეციალისტთა ჩართულობით მომზადდა.
პროექტის ფარგლებში პირვანდელ იერსახეს დაიბრუნებს ნიკოლოზ რომანოვის სასახლე, ყოფილი სამთავრობო რეზიდენცია და ორანჟერეა. მოეწყობა სასტუმროს საკონფერენციო დარბაზი, ვიზიტორთა ცენტრი, ადმინისტრაციული შენობა და საფეხმავლო ხიდი.
ისტორიულ სასახლეში განთავსდება მუზეუმი, სადაც გამოიფინება რესტავრირებული ნივთები და კულტურული ფასეულობები.
<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/p8YDOehNOfs" frameborder="0" allow="autoplay; encrypted-media" allowfullscreen></iframe>
პროექტის ფინანსური მხარდამჭერი "საპარტნიორო ფონდია". ყოფილი სამთავრობო რეზიდენცია, ე.წ. რომანოვების სასახლე სამართავად საპარტნიორო ფონდს ეკონომიკის სამინისტრომ 2016 წელს გადასცა.
ისტორიული მემკვიდრეობის ნუსხაში შესული სასახლე უახლოეს წარსულში საზაფხულო რეზიდენციად გამოიყენებოდა. საბჭოთა პერიოდში ლიკანის სასახლე კი კომუნისტური ლიდერების რეზიდენციის ფუნქციას ასრულებდა. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, კომპლექსი სამთავრობო რეზიდენციად, ხოლო 2005 წელს – საპრეზიდენტო სასახლედ გადაკეთდა.


