ანი არველაძე
გიგლა აგულაშვილმა ტყის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სკოლის მოსწავლეები დააჯილდოვა
პოლიტიკა

დაჯილდოება
ფოტო: ანი არველაძე
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ტყის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით რჩეული სკოლის მოსწავლეები დააჯილდოვა.
მოსწავლეებმა შექმნეს ფოტოები თემაზე "ეს ჩემი ტყეა". დაჯილდოების ცერემონია დღეს "ფაბრიკაში" გაიმართა. გამარჯვებულმა მოსწავლეებმა გიგლა აგულაშვილისგან საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე საგზური მიიღეს. ნიკო კეცხოველის პრემიის გამარჯვებულებმა ასევე საჩუქრად სასკოლო- საზოგადოებრივი ცენტრის, ეკო-ჰაბის პროექტებში მონაწილეობის უფლება მიიღეს.
ტყის დღესთან დაკავშირებით გიგლა აგულაშვილმა ერთ-ერთ მოსწავლეს სიუპრიზი გაუკეთა და ის ერთი დღით გარემოს დაცვის მინისტრად დანიშნა.





