21 მარტი 2017, 13:23
ლევან მორჩიაშვილი
ეტლით ფარიკაობაში მსოფლიო ჩემპიონი ირმა ხეცურიანი გახდა
პოლიტიკა

ირმა ხეცურიანი
გაზიარება
ეტლით ფარიკაობაში მსოფლიო ჩემპიონი ირმა ხეცურიანი გახდა.
იტალიის ქალაქ პიზაში, მსოფლიო თასზე, ხეცურიანმა ფინალში გერმანელი მეტოქე ანგარიშით - 15:4 დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა. ირმა ხეცურიანის კარიერაში ეს მეხუთე ოქროა.
რაპირით ფარიკაობაში ბრინჯაოს მედალს დაეუფლა საქართველოს ეტლით მოფარიკავეთა ნაკრების კიდევ ერთი წევრი ნინი თიბილაშვილიც.





