ლევან ფოჩხუა
ოპოზიცია პარლამენტს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მდგომარეობის განხილვას სთხოვს
პოლიტიკა

გიგი წერეთელი
საპარლამენტო უმცირესობა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით პარლამენტის მხრიდან რეაგირებას ითხოვს. "ევროპულმა საქართველომ" შესაბამისი ინიციატივით პარლამენტის ბიუროს დღეს მიმართა. გიგი წერეთელი ამბობს, რომ რუსეთის მხრიდან ანექსიის პროცესი გრძელდება, რაც საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ უნდა მოექცეს. ოპოზიცია რუსეთისთვის სანქციების დაწესების მომხრეა.
"ევროპული საქართველოს" ინიციატივის განხილვის შესაძლებლობას არ გამორიცხავს პარლამენტის თავმჯდომარე. ირაკლი კობახიძე ოკუპირებულ ტეროტორიებზე შექმნილ მდგომარეობას შემაშფოთებელს უწოდებს და ამბობს, რომ ხელისუფლება ყველა შესაძლებლობას მიმართავს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები საქმის კურსში ჩააყენონ.
ბოლო პერიოდში რუსეთმა ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში სამხედრო კონტიგენტი გაზარდა. ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. საჯარისო ნაწილების რუსეთის სამხედრო ძალების შემადგენლობაში შესვლას საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე გამოეხმაურა. ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის ე.წ. სამხედრო შენაერთების რუსეთის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში შესვლაზე განცხადება გაავრცელა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა.





