ნათია ორველაშვილი
ბავშვთა სამყაროს მოვაჭრეები ზარალის პირველად ანაზღაურებას მოითხოვენ
პოლიტიკა

აქცია პარლამენტის შენობასთან
ფოტო: ნათია ორველაშვილი
"ბავშვთა სამყაროში" მომხდარი ხანძრის შედეგად დაზარალებულების მორიგი აქცია პარლამენტის შენობის წინ გაიმართა. მოვაჭრეები ზარალის პირველად ანაზღაურებას მოითხოვენ 5000 ლარის ოდენობით. ასევე მოითხოვენ დაზარალებულის სტატუსს. დაზარალებულები ყოველდღიურ აქციებს აანონსებენ.
თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე არსებული "ბავშვთა სამყარო" 30 იანვარს დაიწვა, რამაც მოვაჭრეების პროდუქცია, ფაქტობრივად, სრულად გაანადგურა. დაზარალებულებმა რამდენიმე საპროტესტო აქცია მოაწყვეს და ხელისუფლებას მოთხოვნები წაუყენეს. 21 თებერვალს კი მათ დამწვარ "ბავშვთა სამყაროსთან" შიმშილობის აქცია დაიწყეს.





