imedi
ბერა ივანიშვილი ნაცმოძრაობას პასუხობს
პოლიტიკა

ბერა ივანიშვილი
საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის შვილი, ბერა ივანიშვილი "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ნუგზარ წიკლაურის ბრალდებებს facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გამოეხმაურა.
მისი თქმით, წიკლაურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ბერა ივანიშვილის გამო შსს-დან 9 თანამშრომელი გაათავისუფლეს, სიცრუეა.
"მოგესალმებით ყველას, მინდა პასუხი გავცე ჩემზე გავრცელებულ სიცრუეს. ასეთ სამარცხვინო ტყუილებს მხოლოდ ერთი კატეგორიის ხალხი კადრულობს... მომხდართან არც მე და არც ერთ ჩემს ახლობელს არანაირი კავშირი არ გვაქვს. მუდამ თქვენი ბერა", - წერს ივანიშვილი.
დღეს ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა, რომ 4 თებერვალს, შარდენზე ჩხუბის შედეგად, საპატრულო პოლიციამ დააკავა ერთი მოქალაქე, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი იყო. საპატრულო პოლიციამ ყოფილი პრემიერის შვილისგან, ბერა ივანიშვილისგან დაკავებულის გათავისუფლების შესახებ ბრძანება მიიღო, თუმცა ბრძანება არ შესრულდა, რის გამოც მინისტრმა სამსახურიდან 9 თანამშომელი გაათავისუფლა.





