imedi
წმინდა პატრიკის დღესთან დაკავშირებით თბილისის ანძა მწვანედ განათდა
პოლიტიკა

თბილისის ანძა
ირლანდიის ეროვნულ დღესასწაულთან, წმინდა პატრიკის დღესთან დაკავშირებით, თბილისის ანძა მწვანედ განათდა.
საქართველო კიდევ ერთხელ ჩართო კამპანიაში "Global Greening". კამპანიის ფარგლებში, ყოველი წლის 17 მარტს, მსოფლიოს დედაქალაქებში ღირშესანიშნაობები მწვანედ ნათდება. აქციას მსოფლიოს ბევრი ქალაქი უერთდება - 17 მარტს მწვანედ ნათდება მსოფლიოს არაერთი ღირშესანიშნაობა - თავისუფლების ქანდაკება, პირამიდები, ჩინეთის დიდი კედელი, სიდნეის ოპერა და ა.შ. თბილისი აქციაში უკვე მესამე წელია, მონაწილეობს.
მსოფლიოს სხვადასხვა დედაქალაქის ღირშესანიშნაობების მწვანედ განათება ირლანდიასა და მსოფლიოს მრავალ ქვეყანას შორის მეგობრობის სიმბოლოა.





