ლევან ბოძაშვილი ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში ელჩად ინიშნება
პოლიტიკა

ლევან ბოძაშვილი
ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ლევან ბოძაშვილი საქმიანობას, სავარაუდოდ, დიპლომატიურ სამსახურში გააგრძელებს. ინფორმაციას ამის შესახებ ipn.ge ავრცელებს.
როგორც სააგენტო იუწყება, ბოძაშვილი ერთ-ერთ ევროპულ ქვეყანაში ელჩის თანამდებობას დაიკავებს. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტროშიც ადასტურებენ, თუმცა, უწყებაში ამ ეტაპზე არ საუბრობენ, კონკრეტულად რა თანამდებობაზეა ის წარდგენილი.
როგორც ცნობილია, ლევან ბოძაშვილის კანდიდატურა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე წარადგენა. შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ ბოძაშვილი მოსამართლეობის კანდიდატობაზე უარს იტყვის, თუმცა აღნიშნულთან დაკავშირებით ის ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებს, - წერს სააგენტო.





