ანა ბერუკაშვილი
ბავშვთა სამყაროს დაზარალებულები კარვების გაშლას გეგმავენ
პოლიტიკა

აქცია მერიის წინ
ფოტო: ანა ბერუკაშვილი
"ბავშვთა სამყაროს" ხანძრის შედეგად დაზარალებულები მერიიდან მთავრობის ადმინისტრაციისკენ წასვლას და კარვების გაშლას გეგმავენ. ისინი ადვოკატთან ერთად მერიის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეს შეხვდნენ, მათ პასუხი მიიღეს, რომ წერილობით ნებართვას კარვების გაშლასთან დაკავშირებით მერია არ გასცემს. მოვაჭრეები ამბობენ, რომ სიტყვიერი ნებართვა აქვთ და იმედს გამოთქვამენ, რომ საპატრულო პოლიცია მათ ხელს არ შეუშლის.
დაზარალებულებმა აქცია დილიდან დაიწყეს, ისინი ითხოვდნენ ნებართვას იმისთვის, რომ მთავრობის ადმინისტრაციის წინ კარვები გაეშალათ. გარდა ამისა, აქციის მონაწილეები ამბობდნენ, რომ გუშინ, მათ მერიის დაცვის ერთ-ერთმა თანამშრომელმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და საჯაროდ ბოდიშის მოხდას ითხოვდნენ.
თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე არსებული "ბავშვთა სამყარო" 30 იანვარს დაიწვა, რამაც მოვაჭრეების პროდუქცია, ფაქტობრივად, სრულად გაანადგურა. დაზარალებულებმა რამდენიმე საპროტესტო აქცია მოაწყვეს და ხელისუფლებას მოთხოვნები წაუყენეს. 21 თებერვალს კი მათ დამწვარ "ბავშვთა სამყაროსთან" შიმშილობის აქცია დაიწყეს.





