ნინო არღვლიანი
ომბუდსმენის აპარატი სახალხო დამცველის არჩევის წესის ცვლილებას ეწინააღმდეგება
პოლიტიკა

ეკა ფოფხაძე
ფოტო: ნინო არღვლიანი
ომბუდსმენის აპარატი სახალხო დამცველის არჩევის წესის ცვლილებას ეწინააღმდეგება. სახალხო დამცველის წარმომადგენელი ეკა ფოფხაძე აცხადებს, რომ ისინი მხარს არც ომბუდსმენის ერთი ვადით არჩევას ეთანხმებიან და არც არჩევის პროცესში ოპოზიციის ჩართულობას.
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში წარდგენილი ცვლილებების მიხედვით, სახალხო დამცველი აირჩევა ერთი ვადით და მას მეორე ვადით არჩევის უფლება აღარ ექნება. ასევე, არჩევის პროცესში მონაწილეობას, საპარლამენტო უმრავლესობის გარდა, უმცირესობაც მიიღებს.
საკონსტიტუციო კომისიაში ომბუდსმენის არჩევის წესის ცვლილებაზე მსჯელობა დღეს დაიწყო.





