17 მარტი 2017, 22:25
ლევან სულაშვილი
ფოთში მდინარემ მკვდარი თევზები გამორიყა
პოლიტიკა

ფოტო: ლევან სულაშვილი
გაზიარება
ფოთში მდინარეებმა - კაპარჭინამ და შავღელემ დიდი რაოდენობით მკვდარი თევზი გამოირიყა. ადგილობრივი მეთევზეებისთვის თევზების დახოცვის ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა, მათი ვარაუდით, შესაძლოა, მიზეზი რომელიმე დაავადება ან საწამლავი იყოს. მათივე თქმით, ძირითადად, დახოცილია ერთი სახეობის თევზი - კარჩხანა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს თევზაობისა და შავი ზღვის მონიტორინგის სამსახურის ინფორმაციით, სპეციალურმა ჯგუფმა წყლისა და თევზის სინჯები უკვე აიღო და მათზე ჩატარებული კვლევის შედეგები უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.





