თამარ კობახიძე
რუსთავში 808 ბინიდან 471-ს გაზგამათბობლები არასწორად აქვს დამონტაჟებული
პოლიტიკა

ადგილობრივი, სამხარეო ხელისუფლების და "სოკარ ჯორჯია გაზის" მიერ შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ რუსთავში 808 ბინა შეამოწმა. აქედან, არასწორად დამონტაჟებული გამათბობლების რაოდენობა 471-ია.
"სოკარ ჯორჯია გაზის" რუსთავის სერვის-ცენტრში აცხადებენ, რომ სპეციალური ჯგუფი სულ 1489 ბინაში მივიდა, თუმცა აბონენტების ნაწილი მის წარმომადგენლებს არ დაეკონტაქტა. სპეციალური ჯგუფი აბონენტების შემოწმებას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს.
აღსანიშნავია, რომ ბოლო დროს CO-თი ინტოქსიკაციის გახშირებულ შემთხვევებს რუსთავში არაერთი ადამიანი ემსხვერპლა. უბედური შემთხვევბის მიზეზი დიდწილად თვითნებურად და არასწორად დამონტაჟებული გამათბობლები იყო.





