მარიამ ქართველიშვილი
თათრიშვილი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა
პოლიტიკა

მიხეილ თათრიშვილი
ფოტო: მარიამ ქართველიშვილი
დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებული მიხეილ თათრიშვილი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. მისი მეგობარი მინდია გოგოჭური და ადვოკატები აცხადებენ, რომ საქმეში მნიშვნელოვანი დარღვევებია.
პრეზიდენტის სიძის თქმით, დაკავების მომენტში რიკოთის უღელტეხილზე თათრიშვილთან ერთად იმყოფებოდა, რა დროსაც რამდენიმე შეიარაღებულმა პირმა მათ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა განაცხადა, რომ დაკავებიდან ორი დღის შემდეგ გაიგო, რომ სახელმწიფო ბრალდება მას 18 აბი სუბოტექსის შენახვას ედავებოდა. თათრიშვილი ირწმუნება, რომ საქმეში არსებული ნარკოტიკული ნივთიერება მას არ ეკუთვნის.
თათრიშვილს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილი აქვს წაყენებული, რაც 8-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობას გულისხმობს.





