17 მარტი 2017, 13:13
კობში ზვავს ტურისტი ემსხვერპლა
პოლიტიკა

გაზიარება
კობში ჩამოწოლილ ზვავს 40 წლის უნგრელი ტურისტი ემსხვერპლა. ანდრას მიჰალის ცხედარი შემთხვევის ადგილიდან პროზექტურაში გადაასვენეს.
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგებელ გივი ქირიკაშვილის ინფორმაციით, ტურისტი გაუკვალავ თოვლში სრიალებდა. სხვა მოსრიალეების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.





