ანა შეპკინა
ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს
პოლიტიკა

კონფერენცია ბორჯომში
ფოტო: ანა შეპკინა
ბორჯომში, სასტუმრო Rixos Borjom-ში ევროპის საბჭოს და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ერთობლივი ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოს პარლამენტის როლი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სტანდარტების იმპლემენტაცია“ მიმდინარეობს.
საერთაშორისო კონფერენცია პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრმა ეკა ბესელიამ გახსნა. მან კონფერენციის მონაწილეებს საქართველოს პარლამენტის რეფორმა გააცნო, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტებისა და აღსრულების ეფექტური ზედამხედველობის მექანიზმების ჩამოყალიბების საკითხებს მოიცავს.
საერთაშორისო კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტის წევრები, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე და ექსპერტები. კონფერენციის მონაწილეები ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და მისი იმპლემენტაციის საკითხში საქართველოს პარლამენტის როლზე მსჯელობენ.





