imedi
პრეზიდენტი პრემიერის კანდიდატურას ვეტო-ს ვერ დაადებს
პოლიტიკა

სტატისტიკის და ანტიმონოპოლიური სამსახურების ხელმძღვანელები შესაძლოა პრეზიდენტმა წარადგინოს - სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ ამ სამსახურების კონსტიტუციონალიზაციაზე და ამ შემთხვევებში პრეზიდენტის უფლებამოსილებების გაზრდაზე იმსჯელა. საწინააღმდეგო მოსაზრებები არ დაფიქსირებულა.
"შეწყალებასთან და თანამდებობებზე გამწესებასთან დაკავშირებული უფლებამოსილებები შენარჩუნებულია. ზოგიერთ შემთხვევაში გაზრდაზეც ვმუშაობთ", - აღნიშნა საკონსტიტუციო კომისიის წევრმა, ვახუშტი მენაბდემ.
რაც შეეხება პრეზიდენტის უფლებამოსილებების შემცირებას, ვეტო-ს ვერ დაადებს პრემიერის კანდიდატურას და მონაწილეობას ვერ მიიღებს მთავრობის სხდომებში.
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფი პრეზიდენტის ინსტიტუტზე - უფლებამოსილებებზე და არჩევის წესზე მსჯელობს.





