imedi
გიორგი მარგველაშვილი ბაქოს ფორუმზე სიტყვით გამოვიდა
პოლიტიკა

გიორგი მარგველაშვილი ბაქოს გლობალურ ფორუმზე
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბაქოს V გლობალური ფორუმის ფარგლებში 50-ზე მეტი ქვეყნის მოქმედ და ყოფილ ლიდერს სიტყვით მიმართა. მან ყურადღება მსოფლიოში არსებულ გამოწვევებზე, საერთაშორისო ურთიერთობების დღის წესრიგსა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე გაამახვილა.
გიორგი მარგველაშვილმა საქართველო-რუსეთის ურთიერთობაზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, საქართველო, საბჭოთა კავშირიდან გამოსვლისა და დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, რუსეთის მხრიდან არაერთი საფრთხის წინაშე დადგა, რამაც კულმინაციას საქართველოს ტერიტორიების უკანონო ანექსიით მიაღწია. პრეზიდენტმა ყურადღება რუსეთის მხრიდან საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ბოლო დროს განხორციელებულ უკანონო ქმედებებზე გაამახვილა.
"საერთაშორისო ურთიერთობების მომავალი არასოდეს ყოფილა ასეთი არაპროგნოზირებადი და ჩვენ ყველა ერთად ვართ საკუთარ სტაბილურობასა და კეთილდღეობაზე პასუხისმგებელი. დიდი ქვეყნების გავლენის ზონები და მეზობელი სახელმწიფოების მიმართ აგრესიული პოლიტიკა მიუღებელი უნდა იყოს საერთაშორისო თანამეგობრობისთვის", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
გიორგი მარგველაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს აქტიურ მონაწილეობას საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში ავღანეთსა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში. საქართველოს პრეზიდენტმა ფორუმზე რეგიონში მიმდინარე პროექტებიც მიმოიხილა და აღნიშნა, რომ კავკასიის რეგიონი უმნიშვნელოვანესია სატრანსპორტო და ლოგისტიკის სფეროებში მჭიდრო თანამშრომლობის განვითარება.
სიტყვით გამოსვლების შემდეგ დისკუსია კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა და ლანჩით დასრულდა.





