16 მარტი 2017, 03:15
imedi
ქვის ცვენის გამო დიზი-ლახამულას მონაკვეთზე მოძრაობა დროებით აიკრძალა
პოლიტიკა

გაზიარება
სვანეთში, დიზი-ლახამულას მონაკვეთზე, 16 მარტის 09:00 საათამდე მოძრაობა აიკრძალა. ამის მიზეზი ინტენსიური ქვის ცვენაა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით,ინტენსიური ქვის ცვენის გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ94-კმ98 (დიზი-ლახამულა) მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა 16 მარტის დილის 09.00 საათამდე აკრძალულია.





