imedi
16 მარტს გიორგი მარგველაშვილი ილჰამ ალიევს შეხვდება
პოლიტიკა

გიორგი მარგველაშვილი
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 16 მარტს ბაქოს V გლობალურ ფორუმში მონაწილეობის მისაღებად აზერბაიჯანის რესპუბლიკაში მიემგზავრება.
ფორუმზე, რომლის ის სახელწოდებაა "საერთაშორისო ურთიერთობების მომავალი: ძალაუფლება და ინტერესები", გიორგი მარგველაშვილი 50-ზე მეტი ქვეყნის მოქმედ და ყოფილ ლიდერს სიტყვით მიმართავს.
საქართველოს პრეზიდენტი ბაქოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევსაც შეხვდება.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის აკადემიაში კი, საქართველოს პრეზიდენტისთვის საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების ოფიციალური ცერემონია გაიმართება.





