საქართველოსა და თურქეთის პრემიერების შეხვედრა დაიწყო
პოლიტიკა

გიორგი კვირიკაშვილი
ამ წუთებში ბათუმში საქართველოსა და თურქეთის პრემიერმინისტრების არაოფიციალური შეხვედრა მიმდინარეობს. როგორც ცნობილია, თურქეთის პრემიერი საქართველოში ართვინიდან ცოტა ხნით ჩამოვიდა და მას გიორგი კვირიკაშილი არაოფიციალურ ვახშამზე მასპინძლობს.
როგორც საქართველოს პრემიერმინისტრმა შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, შეხვედრაზე ისინი ორი ქვეყნის თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ. პრემიერები, ასევე, წინასწარ შეთანხმდებიან იმ საკითხებზე, რომელიც სტრატეგიული საბჭოს თანამშრომლობის ფარგლებში განიხილება.
თურქეთის პრემიერი ქვეყანას დღესვე დატოვებს და მას გიორგი კვირიკაშვილი გააცილებს.





