ნათია სონღულაშვილი
პაპუაშვილი სტრასბურგის მოსამართლეობის კონკურსში მონაწილეობს
პოლიტიკა

სტრასბურგის სასამართლო
გიორგი პაპუაშვილი კიდევ ერთხელ მიიღებს მონაწილეობას სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების ეროვნულ დონეზე შესარჩევ ახალ კონკურსში. საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ იუსტიციის სამინისტროს განაცხადით გუშინ მიმართა.
განაცხადები შეიტანეს ყოფილმა მოსამართლემ, კონსტანტინე ვარძელაშვილმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, თამარ ალანიამ.
სულ რამდენი განაცხადია შესული, უცნობია.
უწყებამ განაცხადების მიღების ვადა ერთი თვით გაახანგრძლივა.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლის ამრჩევმა კომიტეტმა საქართველოდან წარდგენილი სია - ევა გოცირიძე, ალექსანდრე ბარამიძე, გიორგი ბადაშვილი - 24 იანვარს ჩააგდო. სია თავიდან არის წარსადგენი. ხელახალი კონკურსი აპრილამდე უნდა ჩატარდეს.





