მეუღლისა და ერთი პირის წამებისთვის ბრალდებულს 12 წელი მიესაჯა
პოლიტიკა

რუსთავის საქალაქო სასამართლომ ორი პირის განსაკუთრებული სისასტიკით ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ბრალდებული ზ.ს. დამნაშავედ სცნო. - ამის შესახებ ინფორმაციას მთავარი პროკურატურა ავრცელებს.
"მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2016 წლის 10 ივლისს, თეთრიწყაროს რაიონში, ზ.ს.-მ ეჭვიანობის ნიადაგზე, მეუღლეს და მეზობელს როგორც ფიზიკურად, ასევე ბლაგვი საგნების გამოყენებით, განსაკუთრებული სისასტიკით სხეულის სხვადასხვა ხარისხის მრავლობითი დაზიანება მიაყენა, ხოლო შემდეგ ორივე მათგანს დანით მარცხენა ყური მოაჭრა. ზ.ს.-ს მეზობელი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მისმა მეუღლემ ჯანმრთელობის დაზიანებები მიიღო." - აცხადებს მთავარი პროკურატურა
რუსთავის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად 12 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.





