15 მარტი 2017, 21:10
Imedi
სააპელაციო სასამართლომ სადავო ქონება პაპუაშვილის საკუთრებაში დატოვა
პოლიტიკა

გიორგი პაპუაშვილი
გაზიარება
სააპელაციო სასამართლომ სარფის საბაჟოს უფროსის ყოფილი მოადგილის როლანდ ბლადაძის სარჩელი არ დააკმაყოფილა - ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, რომელმაც სადავო ქონება გიორგი პაპუაშვილის საკუთრებაში დატოვა.
ბლადაძის მტკიცებით, 2004 წელს მისი ბათუმის სახლი საკონსტიტუციო სასამრთლოს მაშინდელ თავმჯდომარეს უკანონოდ გადაეცა. მოსარჩელე მხარე ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობას, პაპუაშვილის არაკეთილსინდისიერ მფლობელად გამოცხადებას ითხოვდა.
მეორე ინსტანციის გადაწყვეტილების უზენაეს სასამართლოში გასაჩივრება 21 დღის ვადაშია შესაძლებელი.





