15 მარტი 2017, 19:52
გიორგი კვირიკაშვილი უკრაინის ელჩს შეხვდა
პოლიტიკა

გაზიარება
საქართველოს პრემიერმინისტრი უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, იგორ დოლგოვს შეხვდა.
მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობების ძირითადი საკითხები განიხილეს და ხაზი თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობას გაუსვეს.
ყურადღება გამახვილდა კვირიკაშვილის კიევში დაგეგმილ ვიზიტზე, სადაც სუამის წევრი ქვეყნების ლიდერების შეხვედრა გაიმართება.
მხარეებმა, ასევე, რეგიონში არსებულ ვითარებასა და უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას პრემიერის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში თედო ჯაფარიძეც დაესწრო.





