imedi
მეტადონის პროგრამა ქვეკონტრაქტორის გარეშე განხორციელდება
პოლიტიკა

ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის გენერალური დირექტორის ინფორმაციით, სამკურნალო ცენტრი მეტადონით ჩანაცვლების თერაპიის პროგრამას ქვეკონტრაქტორის გარეშე განახორციელებს.
ზაფხულიდან პროგრამა ბენეფიციარებისთვის უფასო გახდება. ამის საშუალებას ცენტრს ქვეკონტრაქტორის არარსებობის შემთხვევაში გამოთავისუფლებული თანხები მისცემს. ამ დროისთვის, პაციენტის მხრიდან თვის განმავლობაში თანაგადახდა 110 ლარს შეადგენს. თანაგადახდა არ ეხებათ ინფიცირებულებს და სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ იმ ოჯახების წევრებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000-ზე დაბალია.
ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამებში სულ 3000-მდე ბენეფიციარს ემსახურება.
16 მარტიდან ბენეფიციარები, რომლებიც სერვისს „ურანტის“ კოლმეურნეობის მოედანზე მდებარე განყოფილებაში იღებდნენ უნდა მივიდნენ რევაზ ლაღიძის 8 ნომერში, რუსთაველზე ოპერის უკან , ხოლო "ურანტის" ვაზისუბანის განყოფილების ბენეფიციარები სერვის მიიღებენ ვაზისუბანში მიტროფონე ლაღიძის 6/7 ა -ში გახსნილ ახალ განყოფილებაში მიიღებენ.





