ლევან ჩუგოშვილი
საკონსტიტუციო კომისია შესაძლოა მესამე სექტორმა დატოვოს
პოლიტიკა

გიორგი ბერაია
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შემადგენლობა შესაძლოა მესამე სექტორმა პროტესტის ნიშნად დატოვოს. ამის შესახებ "ქრონიკას" "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" იურისტმა განუცხადა.
"თუ შევამჩნევთ, რომ ჩვენი ყოფნა ფორმალურ ხასიათს იღებს, ცხადია, ჩვენს მონაწილეობას აზრი აღარ ექნება. გადაწყვეტილება დამოკიდებულია, როგორ მიუდგება მმართველი გუნდი ჩვენს ინიციატივებს. განხილვების მეორე ეტაპზე უკვე ჩანს ხელისუფლების პოზიცია", - ამბობს გიორგი ბერაია. მისი თქმით, კომისიას ბოიკოტი შესაძლოა "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ", "სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ" და "ფონდმა ღია საზოგადოება საქართველომაც" გამოუცხადონ.





