15 მარტი 2017, 15:50
განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 9 წელი მიესაჯა
პოლიტიკა

გაზიარება
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ განზრახ მკვლელობის ჩადენაში ბრალდებული არმენ მარკარიანი დამნაშავედ ცნო. მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. განცადებას ამის შესახებ მთავარი პროკურატურა ავრცელებს.
„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2016 წლის 6 ივლისს, ნინოწმინდაში არმენ მარკარიანს ურთიერთშელაპარაკება მოუვიდა არშალუის სანოსიანთან, რა დროსაც არმენ მარკარიანმა შურისძიების მოტივით, სანოსიანს გულმკერდის არეში დანით ჭრილობა მიაყენა. არშალუის სანოსიანი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.“ - აცხადებენ პროკურატურაში.





