ანა ბერუკაშვილი
ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის ცენტრის მომსახურებას ბენეფიციარები უფასოდ მიიღებენ
პოლიტიკა

ლაშა კილაძე
ფოტო: ანი ბერუკაშვილი
ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის ცენტრი ქვეკონტრაქტორის გარეშე გააგრძელებს მუშაობას. ამის შესახებ ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის ცენტრის დირექტორმა ლაშა კილაძემ განაცხადა.
მისი თქმით, თბილისში თერაპიის პროგრამის 7, ხოლო რეგიონებში - 9 განყოფილება იფუნქციონირებს. ლაშა კილაძის თქმით, სიახლეა ისიც, რომ ზაფხულიდან ბენეფიციარებისთვის პროგრამა სრულიად უფასო იქნება და თანადაფინანსება განულდება. ცენტრების სამუშაო გრაფიკი 8:30-დან 17:30-მდე იქნება.
აქამდე ბენეფიციარებს 215-ლარიანი სერვისის მისაღებად 110 ლარის თანაგადახდა უწევდათ, თანხის დარჩენილ ნაწილს სახელმწიფო ფარავდა.
სამედიცინო ცენტრი "ურანტი" ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის ცენტრის ქვეკონტრაქტორი იყო, რომელთანაც ურთიერთობა ნარკომანიის ცენტრმა გუშინ შეწყვიტა. "ურანტის" ხელმძღვანელი, ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე ამ გადაწყვეტილებას აპროტესტებს და მთავრობის კანცელარიასთან შიმშილობს.





