15 მარტი 2017, 12:12
თამარ ქალდანი ანგარიშს წარადგენს
პოლიტიკა

გაზიარება
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს დღეს საკანონმდებლო ორგანოში ელოდებიან. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე თამარ ქალდანი მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის 2016 წლის საქმიანობის ანგარიშს წარადგენს.
როგორია მონაცემთა დამუშავების ძირითადი ტენდენციები, რა რეაგირება განახორციელა ინსპექტორის აპარატმა გასულ წელს ჩადენილ სამართალდარღვევებზე და რა რეკომენდაციები აქვს უწყებას - ანგარიშში სწორედ ეს და სხვა საკითხებია მიმოხილული.





