15 მარტი 2017, 01:05
imedi
ნორიოში სამედიცინო ნარჩენების უკანონო ნაგავსაყრელი აღმოაჩინეს
პოლიტიკა
გაზიარება
სამედიცინო ნარჩენები საძოვარზე - თვითნებურად მოწყობილი ნაგავსაყრელი თბილისის სიახლოვეს, სოფელ ნორიოში აღმოაჩინეს. ნაგავსაყრელზე ნაპოვნია კონტეინერები, რომლებსაც სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ეტიკეტი აქვს.
ბიუროში ამბობენ, რომ ნარჩენების უტილიზაცია კონტრაქტორ კომპანიას ევალება. ფაქტით უკვე დაინტერესდა გარემოს დაცვის სამინისტროს ზედამხედველობის ინსპექცია.





