ნინო არღვლიანი
მარგველაშვილი: ევროსასამართლოს გადაწყვეტილებებში ეჭვის შეტანა დაუშვებელია
პოლიტიკა

ეკა მიშველაძე
ფოტო: ნინო არღვლიანი
პრეზიდენტის პრესსპიკერის განცხადებით, გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს ევროპული გზა და ევროპული მომავალი შეუქცევადია და ჩვენმა ქვეყანამ დიდი ხნის წინ გააკეთა არჩევანი ევროპულ და რუსულ სტანდარტს შორის.
"ჩვენ ვაღიარეთ ევროსასამართლოს უზენაესობა და ავიღეთ ვალდებულება კონვენციის ყველა მუხლის შესრულებაზე. დღეს, როდესაც ისე ახლოს ვართ ევროპასთან, როგორც არასდროს, ნებისმიერი კითხვის ნიშნის დასმა ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების კონტექსტში არის დარტყმა საქართველოს ევროპულ მომავალზე", - განაცხადა ეკა მიშველაძემ. ამასთან, პრეზიდენტის პრესსპიკერს არ დაუკონკრეტებია, იგულისხმა თუ არა გიორგი მარგველაშვილმა ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადება "რუსთავი 2"-სა და სტრასბურგის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.
საქართველოს განათლების მინისტრმა გაზეთ "კვირის პალისტრასთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში შევა, თუმცა სტრასბურგის სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე ხელისუფლება მის აღსრულებას არ შეუდგება. "ეს იმით არის განპირობებული, რომ ჩვენი ევროპული კურსი შეუქცევადია, პარალელურად ყველამ იცის, რომ "რუსთავი 2" თავისუფალი მედია სულაც არ არის და ყველაზე კონტროლს დამორჩილებული ტელევიზიაა", - დასძინა ალექსანდრე ჯეჯელავამ.





