14 მარტი 2017, 16:53
ნათია სონღულაშვილი
პრემიერი: მთის კურორტები ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა გავხადოთ
პოლიტიკა

ბაკურიანი
გაზიარება
მთავრობის სხდომაზე პრემიერმა განათლების მინისტრისგან სასკოლო საგაზაფხულო არდადეგებზე ინფორმაცია მოისმინა. ალექსანდრე ჯეჯელავას თქმით, ზამთრის კურორტებზე 10 000-მდე ბავშვმა დაისვენა.
"რაც უფრო მეტი ბავშვი შეძლებს, გაჯანმრთელდეს, ჩაერთოს ზამთრის სპორტში და გაიზიაროს მთის კურორტის პოზიტიური განწყობა, მით უკეთესი. გაზაფხულის არდადეგები დავაბრუნეთ. არაერთი სასტუმრო თუ სპორტსკოლა ემზადება. მთის კურორტები ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა გავხადოთ", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.





