14 მარტი 2017, 16:47
კვირიკაშვილი: ბათუმის მოვლენები აშკარად დაგეგმილის ელფერს ატარებდა
პოლიტიკა

გიორგი კვირიკაშვილი
გაზიარება
პრემიერი ბათუმის მოვლენებს მთავრობის სხდომაზეც გამოეხმაურა.
"მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა ადამიანს, ვისი მოზომილი, მომთმენი, შეწყობილი მოქმედებების შედეგადაც ძალიან სერიოზული პროვოკაციის აცილება და მართლაც ბეწვის ხიდზე გავლა შევძელით. არავის უნდა შერჩეს ეს ძალიან მძიმე პროვოკაცია, რომელიც აშკარად დაგეგმილის ელფერს ატარებდა. აუცილებლად უნდა დაისაჯოს ის, ვინც სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ ნაბიჯი გადადგა", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.





