imedi
დღეიდან იუსტიციის სახლს ახალი სერვისი დაემატა
პოლიტიკა

14 მარტიდან, იუსტიციის სახლში, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ახალი სერვისი დაინერგა - ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
იუსტიციის სახლსა და დევნილთა სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება, ეკომიგრანტების „საცხოვრებელი სახლით დაკმაყოფილების “ შესახებ განაცხადის მიღებას გულისხმობს. დოკუმენტს ხელი დღეს მოეწერა.
იუსტიციის სახლის ახალი სერვისით სარგებლობა შეუძლიათ საქართველოს სრულწლოვან მოქალაქეებს ან/და ოჯახებს, რომელთა საცხოვრებელი სახლი სტიქიური უბედურების გამო დაზიანდა, ექვემდებარება გადაადგილებას და სახიფათოა საცხოვრებლად.
იუსტიციის სახლში გაკეთებული განაცხადით, ბენეფიციარს შეუძლია მოითხოვოს ალტერნატიული საცხოვრებელი სახლის შესყიდვა, რომელსაც სამინისტრო 25 000 ლარის ფარგლებში უზრუნველყოფს.
ბენეფიციარებს განაცხადის გაკეთების შესაძლებლობა საქართველოს მასშტაბით იუსტიციის სახლის 19 ფილიალში შეეძლებათ.





