imedi
გიორგი მარგველაშვილი ახლადდანიშნულ ელჩებს შეხვდა
პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ახლადდანიშნულ ელჩებს შეხვდა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
საქართველოს ახალი ელჩები ჰყავს ავსტრალიაში, უკრაინაში, მალაიზიაში, პოლონეთში, ბრაზილიასა და რუმინეთში. მათი უმეტესობა მოვალეობის შესრულებას 2017 წლის ივნისიდან შეუდგება.
ავსტრალიის თანამეგობრობაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოვალეობას 2017 წლის პირველი ივნისიდან გიორგი დოლიძე შეასრულებს.
გელა დუმბაძე უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისა და სუამში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე 2017 წლის 15 ივნისიდან დაიწყებს მუშაობას.
მალაიზიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ნიკოლოზ აფხაზავაა, რომელიც საქმიანობას 2017 წლის 1 აპრილიდან დაიწყებს.
პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ილია დარჩიაშვილი თანამდებობას 2017 წლის 15 ივნისიდან დაიკავებს.
დავით სოლომონია დაინიშნა ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისა და კარიბის ქვეყნების გაერთიანებაში საქართველოს წარმომადგენლის თანამდებობაზე 2017 წლის პირველი ივნისიდან.
ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი კი, რუმინეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე მუშაობას 2017 წლის 15 ივნისიდან შეუდგება.
საქართველოს 6 ქვეყანაში ახალი ელჩები ეყოლება.





