14 მარტი 2017, 13:00
imedi
კალაძე: "გაზპრომზე" საუბარი პარლამენტის ნდობის ჯგუფშია შესაძლებელი
პოლიტიკა

კახა კალაძე
გაზიარება
ენერგეტიკის მინისტრი "ნაციონალურ მოძრაობას" პასუხობს. კახა კალაძის თქმით, "გაზპრომთან" ხელშეკრულება კომერციული საიდუმლოებაა, მაგრამ დეტალებზე საუბარი პარლამენტის ნდობის ჯგუფშია შესაძლებელი.
"შეიძლება მივიდე. ვაჩვენო და დეტალურად ავუხსნა, რა ხელშეკრულებაა. შოუს მოწყობა თუ სურთ, ამაზეც მზად ვარ. რომელიმე არხზე გადაცემა თუ დაიგეგმება, მზად ვარ, მონაწილეობა მივიღო", - ამბობს კახა კალაძე.





