14 მარტი 2017, 12:45
imedi
წარმატებული ემიგრანტი ქალები დააჯილდოვეს
პოლიტიკა

გაზიარება
კავკასიის საკითხთა და დიასპორებთან ურთიერთობის საპარლამენტო კომიტეტის, "დემოგრაფიული აღორძინების ფონდის" და "მე დავბრუნდების" ორგანიზებით, თბილისში ემიგრანტებთან შეხვედრა გაიმართა, რომელიც წარმატებული 12 ემიგრანტი ქალის დაჯილდოებით დასრულდა. ცერემონიას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები და ელჩები ესწრებოდნენ.
ორგანიზატორების თქმით, ყველა მათგანი ქართულ საქმეს საქართველოს საზღვრებს გარეთ აკეთებს.





