imedi
დიმიტრი ქუმსიშვილი იან კელის შეხვდა
პოლიტიკა

დიმიტრი ქუმსიშვილი იან კელი
პირველი ვიცეპრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი აშშ-ის ელჩს საქართველოში იან კელის შეხვდა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, მინისტრმა და ელჩმა საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები განიხილეს.
დიმიტრი ქუმსიშვილმა იან კელის მიაწოდა ინფორმაცია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან თანამშრომლობის ახალი პროგრამის დაწყებასთან დაკავშირებით. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ფონდის ახალი პროგრამა არის არამხოლოდ სრული ნდობის გამოცხადება მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკისადმი, არამედ ის სრულად ეფუძნება საქართველოს მთავრობის რეფორმების გეგმას.
შეხვედრაზე ილაპარაკეს აპრილში, აშშ-ში დიმიტრი ქუმსიშვილის ვიზიტზე, რომლის დროსაც ის საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიურ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.





