ხმაურისთვის, შესაძლოა, ფიზიკური პირი - 150, იურიდიული კი 500 ლარით დაჯარიმდეს
პოლიტიკა
ხმაურის შესახებ რეგულაციების კანონპროექტზე მუშაობა გრძელდება. პარლამენტში ამ თემაზე დღეს სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შესაბამისი ცვლილება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში უნდა შევიდეს. საკანონმდებლო წინადადების ავტორი თედო კობახიძეა.
ახალი ინიციატივა სანქციების დაწესებას გულისხმობს. ერთი გაფრთხილების შემდეგ კანონდამრღვევი ფიზიკური პირი 150 ლარით დაჯარიმდება, იურიდიული პირი - 500 ლარით. მესამე და ყოველი შემდეგი დარღვევა გაორმაგებულ სანქციას ითვალისწინებს.
ცვლილებების საჭიროებაზე ყველა თანხმდება, თუმცა მოსახლეობა პროცესის დაჩქარებას ითხოვს, ბიზნესმენებს კი საკითხის მოსაგვარებლად მეტი დრო სჭირდებათ.





