ირმა ებრალიძე
მაის-ივნისში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო შეწამვლითი სამუშაოები ჩატარდება
პოლიტიკა

ე.წ. ბაღლინჯოების (აზიური ფაროსანას) საწინააღმდეგო შეწამვლით სამუშაოებს
სურსათის ეროვნული სააგენტო დასავლეთ საქართველოში მაისი-ივნისის პერიოდში დაიწყებს.
„დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში უკვე გამოჩნდა აღნიშნული მავნებელი, თუმცა იგი ამ პერიოდში საფრთხეს არ წარმოადგენს. სააგენტო თანმიმდვერულად განახორციელებს საწინააღმდეგო ღონისძიებებს. მავნებლის პოპულაციის შემცირებისთვის მნიშვნელოვანია სპეციალისტების რეკომენდაციების გათვალისწინება და ქიმიური წამლობის შესაბამის პერიოდში ჩატარება. მსოფლიოს წამყვანი ენტომოლოგების რეკომენდაციით, ქიმიური შესხურება ეფექტიანია მავნებელის დაფრთიანებამდე (ნიმფის ასაკში) მაისი-ივნისის პერიოდში. ამ მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო წამყვანი ენტომოლოგების მონაწილეობით, მუდმივ რეჟიმში განახორციელებს მონიტორინგს, რათა ზუსტად განისაზღვროს მავნებლის გავრცელების არეალი და დადგინდეს წამლობის ზუსტი თარიღი. მონიტორინგის ფარგლებში მნიშვნელოვანია მოსახლეობის ჩართულობა და მავნებლის გავრცელების შესახებ ინფორმაციის განახლება“, - განაცხადა სურსათის ეროვნული საგენტოს უფროსის მოადგილემ ზურაბ ლიპარტიამ.
აზიური ფაროსანა დასავლეთ საქართველოში 2016 წელს გავრცელდა. მავნებელმა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა მეთხილეობის დარგს. ინვაზიური მავნებელი თხილის გარდა აზიანებს თითქმის ყველა სახის სასოფლო-სამეურნეო კულტურას.





